Monday 20 October 2008

მოგესალმებით ყველას


მე ვარ თამარ ხატიაშვილი, მე წელია ვასწავლი თბილისის 30-ე საჯარო სკოლაში, ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. სკოლაში აქტიურად ვთანამშრომლობ ყველა მასწავლებელთან, მაგრამ პროექტებზე ვმუშაობ ინფორმაციულ მენეჯერთან შორენა დათიაშვილთან. ჩვენი ერთობლივი მუშაობა შეიძლება ითქვას საკმაოდ წარმატებულია. მონაწილეობა მაქვს მიღებული „ირმის ნახტომის“ პროექტებში. 2006 წელს _ „ირმის ნახტომისა“ და „IEARNIS" კონკურსში მივიღეთ მესამე საპრიზო ადგილი პროექტზე „ჩემი ქვეყანა“. 2006 წელს საახალწლო კონკურსში მწერლის ვებგვერდით „გურამ რჩეულიშვილი“ მივიღეთ მესამე საპრიზო ადგილი; 2007 წელს საგაზაფხულო კონკურსში მწერლის ვებგვერდი „გურამ რჩეულიშვილი“ გავედით პირველ საპრიზო ადგილზე; 2007 წლის საახალწლო კონკურსში ჩვენს ჟურნალში „რიჰა-სინათლე“ განთავსებულმა მასალებმა აიღო პირველი და მესამე საპრიზო ადგილები; 2008 წლის საგაზაფხულო კონკურსში მწერლის ვებგვერდმა „გიორგი შატბერაშვილი“ აიღო პირველი საპრიზო ადგილი, ამავე კონკუსზე მოგვანიჭეს წლის აქტიური მასწავლებლის წოდება. 2008 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტში გავმართეთ გურამ რჩეულიშვილის ვებგვერდის პრეზენტაცია, სადაც თავი მოიყარეს ლიტერატორებმა, მწერლებმა, კრიტიკოსებმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა. დღესდღეობით ჩართული ვართ სხვადასხვა პროექტებში. ამჟამად გავიარეთ GEARN ქართულისა და „ირმის ნახტომი“-ს ტრენინგების კურსი, ვამზადებთ პროექტებს: „ფსევდონიმი“, „ჩემი სახელი მსოფლიოში“, „ჭურჭლეული _ უძველის დროიდან დღემდე“, „ არმაზის ღვთაება“, „მოგზაურობა ტაო-კლარჯეთიში“. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ამ პროექტებში, განსაკუთრებით მოსწონთ „მე ვიკვლევ“ სტრატეგიით მუშაობა.
სკოლაში ვხელმძღვანელობ IX კლასს.
იმედი მაქვს მომავალი წარმატებების.